გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
საგნის პედაგოგი
მაია მღვდელაძე
კლასი
X
მოსწავლეთა რაოდენობა
30მოსწავლე;  სსსმ მოსწავლე---
თემა
შოთა რუსთაველი, ,,ვეფხისტყაოსნის’’ პროლოგი(1-ლი გაკვეთილი)
დრო
45 წთ
გაკვეთილის მიზნები/სწავლის შედეგები
გააზრებული კითხვისა და ინფორმაციის ორგანიზების უნარის განვითარება. მოსწავლეები შეძლებენ ,,ვეფხისტყაოსნის’’ პროლოგის სტრუქტურის გააზრებას, მასში დასმული საკითხების გამოყოფას, ტექსტიდან მოძიებული ინფორმაციის ორგანიზებას.
ცოდნა/უნარები
გაუღრმავდებათ ცოდნა რუსთაველის,  მისი პოემისა და  მე-12-მე-13 საუკუნის საქართველოს  შესახებ; გაეცნობიან პროლოგში წარმოდგენილ მნიშვნელოვან ინფორმაციას; გაიგებენ ტროპული მეტყველების რომელი ხერხით არის გადმოცემული პროლოგის ტექსტი; დაამაყარებენ კავშირებს საკუთარ გამოცდილებასთან, შეძლებენ კავშირებისა და პარალელების გამოყენებას. განახორცილებენ ცოდნის ტრანსფერს. განამტკიცებენ ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევებს. ქვეყნის ისტორიის და ღირებულებების გაცნობა ,გაზიარება და პატივისცემა. საკუთარი აზრის გამოთქმისა და დასაბუთების უნარის განვითარება. ლექსიკური მარაგის გამდიდრება ;
პრეზენტაციის უნარ-ჩვევების  განმტკიცება;

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
ქართ. X. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.  
ქართ. X. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
მოსწავლეთა
წინარე ცოდნა
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს მხატვრულ  ტექსტან მუშაობის ჩვევები.მოსწავლე სათანადოდ აღიქვამს შინაარსს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას  წაკითხული  ტექსტის მიმართ. მოსწავლე იცავს მართლმეტყველების  წესებს, შეუძლია ტროპული მეტყველების ხერხების ამოცნობა. მოსწავლეს შეუძლია კოგნიტურ სქემებზე მუშაობა. მოსწავლეს შეუძლის მუშაობა წყვილებში, ჯგუფურად, გუნდურად . მოსწავლეს შეუძლია ნაშრომის  პრეზენტაცია.



მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები
მთელი კლასი, ინდივიდუალური, ჯგუფური.
ხუთი ჰომოგენური ჯგუფი( თითოეულ ჯგუფში 6 მოსწავლე)
I ჯგუფი-საშუალოზე დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეები;
II ჯგუფი-საშუალო მოსწრების მქონე მოსწავლეები;
III ჯგუფი-საშუალო მოსწრების მქონე მოსწავლეები;
IV ჯფუფი -საშუალოზე მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეები;
V ჯგუფი-მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები.


გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდები
რუბრიკა ,,ტექსტის წაკითხვამდე’’
საკითხის დასმა, ამოცანის განსაზღვრა(მიზნების რუკა);
ტექსტის გააზრებული კითხვა/ტექსტზე მუშაობა;
რუბრიკა ,,გავიაზროთ წაკითხული და ვიმსჯელოთ’’ ,,ენის სამყაროში’’(მასალის დამუშავების შემდგომ);
პრეზენტირება.
სასწავლო მასალა
,,ვეფხისტყაოსნის’’ სასკოლო გამოცემა, ფურცლები, კალმები, დიდ ფორმატზე შესრულებული ცხრილი, სქემები: ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე; „სიტყვის პირამიდა“ „ცხადი და ბუნდოვანი“
გაკვეთილის მსვლელობა
სიის ამოკითხვა-1 წთ.
აქტივობა 1.გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით დავადგენ რა იციან მოსწავლეებმა წინა მასალიდან. რა ვიცით რუსთაველისა და მისი პოემის შესახებ? რას უწოდებენ ქართულ ისტორიოგრაფიაში იმ ეპოქას, რომელშიც ,,ვეფხისტყაოსანი’’ დაიწერა? ვისი მეფობისას მიაღწია ქართულმა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს? რუსთაველის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით რა თვალსაზრისია გაბატონებული?  დაასახელეთ პოემის ხელნაწერები. პოემის ამჟამად არსებულ, დათარიღებულ ხელნაწერთა შორის, რომელია უძველესი? პირველად ვინ და როდის გამოსცა ბეჭდურად პოემა?  დაასახელეთ ,,ვეფხისტყაოსნის’’ მხატვრები. რა არის ნაწარმოების პროლოგი?(მუშაობა მთელ კლასთან)-7წთ.
აქტივობა 2. შევსებული ცხრილის წარდგენა -რომელი საკითხები მეორდება სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ პროლოგებში?
მასწავლებელი სამ ნაწილად გაყოფილ ფორმატის პირველ ნაწილში ჩამოწერს ამ საკითხებს.(მუშაობა მთელ კლასთან)-3წთ.
აქტივობა 3. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და უსვამს მათ კითხვას- მას შემდეგ, რაც ჩვენ წინა გაკვეთილზე გავიგეთ პოემისა და პროლოგის შესახებ, თქვენი აზრით, რა თემები და პრობლემები იქნება ასახული ,,ვეფხისტყაოსნის’’ პროლოგში?  მასწავლებელი სამ ნაწილად გაყოფილ ფორმატის მეორე  ნაწილში წერს მოსწავლეთა ვარაუდებს; მოსწავლეები განმარტავენ, რატომ თვლიან, რომ მათ მიერ დასახელებული საკითხები აისახებოდა პროლოგში.(მუშაობა მთელ კლასთან)-5წთ.
აქტივობა 4. მოსწავლეები კითხულობენ პროლოგს და შემდეგ ჯგუფებში ავსებენ სახელმძღვანელოს ამ პარაგრაფში მოცემულ ცხრილის იმ გრაფებს, რომელთა შევსებაც პირველი წაკითხვისთანავე შეუძლიათ; აკეთებენ კომენტარებს; ასახელებენ მხატვრულ ხერხებს.(ინდივიდუალური+ჯგუფური)-15წთ.
აქტივობა 5. ჯგუფები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევარს. მათ საფუძველზე მასწავლებელი მოსწავლეთა დახმარებით ადგენს იმ საკითხთა თანამიმდევრობას, რომლებიც ასახულია პროლოგში და ავსებს საერთო ცხრილის მესამე ნაწილს(ვის მიმართავს ავტორი პირველად, ვის მოიხსენიებს შემდეგ, რომელ საკითხებზეა მსჯელობა და ა.შ.).(მუშაობა მთელ კლასთან)-20წთ.
აქტივობა 6. ერთობლივად შევსებული ცხრილის ანალიზი. მოსწავლეები ადარებენ ცხრილის სამივე გრაფას და ადგენენ მსგავსება-განსხვავებებს.(მუშაობა მთელ კლასთან)-8წთ.
საშინაო დავალება
შესწავლითი კითხვის სტრატეგიის გამოყენებით შეავსონ ცხრილის შეუვსებელი გრაფები. პროლოგის შინაარსის გასაგებად მიმართონ მის ბოლოს დართულ განმარტებებსა და კომენტარებს ,,ვეფხისტყაოსნის’’ სასკოლო გამოცემიდან. -1წთ
შეფასება
1.შეფასდება ჰიპოტეზების გამოთქმის, არგუმენტაციის უნარი და აქტიურობა დაკვირვებით;
2. შეფასდება გააზრებული კითხვისა და ინფორმაციის ორგანიზების უნარი დაკვირვებითა და ჩანიშვნებით;
3. ჯგუფების მიერ შევსებული სამუშაო ფურცლების ანალიზი და ჯგუფური მუშაობის რუბრიკის განმავითარებელი შეფასება.


ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი
               ზეპირმეტყველება/პრეზენტაცია
ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავს დროის ლიმიტს
0 – 1-2
იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს (მოსაზრება, არგუმენტები, დასკვნა)
0 - 1 - 2
კომუნიკაციური უნარ-ჩვევები

გასაგებად აყალიბებს მოსაზრებას და თანამიმდევრულად ავითარებს მას
0 – 1- 2
მოჰყავს ადეკვატური არგუმენტები და მაგალითები
0  - 1- 2
გამოაქვს ადეკვატური დასკვნა
         0 – 1-2
ენობრივი უნარ-ჩვევები

ადეკვატურად იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ არავერბალურ  საშუალებებს (მაგ., ჟესტიკულაციას, ინტერვალს საუბარში, ხმის სხვადასხვა დონეს და ა.შ.)
       0-1-2
იყენებს მსჯელობითი ტექსტისათვის დამახასიათებელ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ. განკერძოებულ სიტყვებს, გამოთქმებს, ჩართულს, პირობით-შედეგობით კონსტრუქციას და ა.შ.)
0 – 1-2
შემოქმედებითი უნარ-ჩვევები

აქვს საინტერესო მოსაზრებები, მოჰყავს ორიგინალური არგუმენტები, მაგალითები
0 – 1-2
აქტიურობა, საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
0 – 1-2


1 comment:

  1. ვიცი მინდა, ვიცოდე ვისწავლე



    ReplyDelete